თბილისის ზღვაში მოზარდი დაიხრჩო

დღეს საქართველოში ორი ახალგაზრდა დაიხრჩო - ერთი თბილისის ზღაში, მეორე ლაგოდეხში, მდინარეში ბანაობისას
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. თბილისის ზღვაში მოზარდი დაიხრჩო. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი2“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოზარდი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
დღეს ეს უკვე მეორე ტრაგიკული შემთხვევა - ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ლაგოდეხში გოგონას დაღუპვის შესახებ. შემთხვევა სოფელ კართუბანში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, გოგონა თანასოფლელებთან ერთად მდინარეზე საბანაოდ წავიდა, მაგრამ მან წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
გოგონას ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.