უკრაინაში კიდევ ორი ქართველი დაიღუპა

მალხაზ კვიჟინაძეს და ჯონი ოდიშვილს სამშობლოში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
ტელეარხის ინფორმაციით, მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ლისიჩანსკთან საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლნენ.
ფრონტის ხაზიდან დაღუპულების ცხედრები თანამებრძოლებმა გადმოიყვანეს. მათ სამშობლოში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში 47 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.