ავარია კახეთში: დაშავებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია

მძღოლი და ოთხი მგზავრი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაშავდა კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „პირველი არხი“.
თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე Subaru-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
მძღოლი და ოთხი მგზავრი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.