როგორი ამინდი იქნება კვირას საქართველოში

Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. კვირა, 25 ივნისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უკვე 25 და 26 ივნისს ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის 28-33 გრადუსამდე გათბება.
კალოუბანი
თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29-31 გრადუს ცელსიუსამდე აიწევს: უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი (ნალექის ალბათობა 2-3%), გვპირდებიან სინოპტიკოსები.
მზის ამოსვლა 05:27 საათზე იქნება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლიუს 18 გრადუსი იქნება, დღისით კი მაქსიმუმ 30 გრადუსამდე მოიმატებს. ქარის სიჩქარე 10-15 მ/წმ. თბილისში მზის ჩასვლა 20:39 საათზე იქნება.