სალომე ზურაბიშვილი: საქართველო-რუსეთის საზღვარი ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს

მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღის გათვალისწინებით, ჩვენი საზღვარი მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, განაცხადა ზურაბიშვილმა.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთიდან მიგრანტების მოსალოდნელი ტალღის გამო საქართველოს საზღვარზე მკაცრი კონტროლისკენ მოუწოდა.
„ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
გასულ ღამეს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განცხადება, რომ ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციას წარმოადგენს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს. ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე აღძრა (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლი).
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის მიმართვაში რუსეთის მოქალაქეებისადმი განაცხადა, რომ ყველა მეამბოხეს გარდაუვალი სასჯელი ელის, ისინი პასუხს აგებენ კანონისა და ჩვენი ხალხის წინაშე.