„შერემეტევოს“, „ვნუკოვოსა“ და „დომოდედოვოს“ აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ

დედაქალაქის აეროპორტებმა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამოცხადების ფონზე მუშაობენ
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. მოსკოვის „შერემეტევოს“ აეროპორტი, დედაქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამოცხადების ფონზე, იცავს ფრენების, მგზავრებისა და ავიაკომპანიების უსაფრთხოებასა და მომსახურებას უზრუნველყოფს, წერს „რია ნოვოსტი“.
„შერემეტიევოს აეროპორტი, სათანადო რეგლამენტების რეჟიმში უზრუნველყოფს შიდა და საგარეო ფრენების, მგზავრებისა და ავიაკომპანიების უსაფრთხოებასა და მომსახურებას“, - ნათქვამია აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებაში.
ანალოგიურად, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამოცხადების ფონზე „ვნუკოვოს“ აეროპორტიც ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება მიიღეს >>
რაც შეეხება „დომოდედოვოს“ აეროპორტს, იქ განაცხადეს, რომ მუშაობენ ჩვეულ რეჟიმში, გააჩნიათ ყველა საჭირო რესურსი მგზავრების და აეროდრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.