მსოფლიო დღეს

პუტინმა საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას ზურგში დანის ჩარტყმა უწოდა

აჯანყების მცდელობაში ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება, პასუხს აგებს კანონის და ხალხის წინაშე, განაცხადა პუტინმა
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას ზურგში დანის ჩარტყმა უწოდა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

„ქმედებები, რომლებიც ხლეჩს ჩვენს ერთობას, სინამდვილეში არის განდგომა საკუთარი ხალხისგან, თანამებრძოლებისგან, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ზურგში დანის ჩარტყმა“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა მოუწოდა შეწყვიტონ მონაწილეობა შეიარაღებულ აჯანყებაში მათ, ვის ჩაბმასაც მასში ცდილობენ. აჯანყების მცდელობაში ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება, პასუხს აგებს კანონის და ხალხის წინაშე, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
გასულ ღამეს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განცხადება, რომ ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციას წარმოადგენს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს. ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე აღძრა (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლი).
პრიგოჟინი აცხადებდა, რომ „ვაგნერის“ კოლონა დონის როსტოვისკენ მიემართება. ჯარების (ძალების) გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილემ, არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, თავის მხრივ, მოუწოდა „ვაგნერის“ ჯგუფის მეთაურებს და მებრძოლებს დაემორჩილონ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნებას და საკითხი მშვიდობიანად გადაწყვიტონ.