დავაკვირდებით მოვლენებს - ირაკლი კობახიძე რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ

ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია - ამაზე ქვეყნის უწყებები ზრუნავენ, აღნიშნა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას რუსეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირვება, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ... ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია, ყველაფერი დაცულია, ამაზე ზრუნავენ სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე“, - განაცხადა კობახიძემ.
გასულ ღამეს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განცხადება, რომ ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციას წარმოადგენს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს. ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე აღძრა (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლი).
პრიგოჟინი აცხადებდა, რომ „ვაგნერის“ კოლონა დონის როსტოვისკენ მიემართება. ჯარების (ძალების) გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილემ, არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, თავის მხრივ, მოუწოდა „ვაგნერის“ ჯგუფის მეთაურებს და მებრძოლებს დაემორჩილონ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნებას და საკითხი მშვიდობიანად გადაწყვიტონ.