რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სიმშვიდეა - სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის უფროსი

„კონტროლი არის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს. სტანდარტულად მოწმდება ყველა, როგორც ყოველთვის“, აღნიშნა ფხალაძემ
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ 24 ივნისის საღამოსთვის სიტუაცია მშვიდია, განაცხადა სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის უფროსმა, დავით ფხალაძემ.
რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო მიგრანტების შესაძლო შემოდინებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისკენ მოუწოდეს.
„24 ივნისის საღამოს მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ დარიალზე ვითარება არ შეცვლილა, იგივენაირი მდგომარეობაა, როგორც იყო გუშინ, გუშინწინ და ბოლო კვირებში. მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება არც საქართველოში შემოსვლის და არც საქართველოდან გასვლის მიმართულებით“, - განაცხადა ფხალაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „კონტროლი არის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს. სტანდარტულად მოწმდება ყველა, როგორც ყოველთვის“.
შაბათ ღამეს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განცხადება, რომ ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციას წარმოადგენს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს. ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე აღძრა (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლი).
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო-რუსეთის საზღვარი ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს >>
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვაში მეამბოხეების ქმედებებს დანაშაულებრივი ავანტურა უწოდა, რომელიც უზომო ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა გამოიწვია. ასევე მან აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.
მოსკოვის, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქების ტერიტორიაზე შესაძლო ტერაქტების აღსაკვეთად კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.