თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ისეთ მძიმე დაავადებაზე, როგორიც ღვიძლის ციროზია, შეიძლება ძალიან მოულოდნელი და სრულიად არასპეციფიკური სიმპტომები მიანიშნებდეს, წერს გამოცემა Express ბრიტანელი მედიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დაავადების განვითარებაზე შესაძლოა მეტყველებდეს შემდეგი ნიშნები:
სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება,
გაღიზიანებადობა,
ძილის დარღვევა,
ცხვირიდან და ღრძილებიდან უმიზეზო სისხლდენა,
ხშირი პირღებინება, მადის დაკარგვა,
წონაში კლება.
გარდა ამისა, ექიმები ციროზის სიმპტომად მიიჩნევენ:
კანის ქავილს,
ხელისგულების გაწითლებას,
სხეულზე სისხლძარღვების „ვარსკვლავების“ გაჩენას,
კანისა და თვალის კაკლის სიყვითლეს.
ბრიტანელი სპეციალისტების თქმით, აღნიშნული სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი, რათა დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს და შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს.
ციროზი არის ღვიძლის ნებისმიერი ქრონიკული დაავადების პათოლოგიური საბოლოო სტადია. როგორც წესი, ყალიბდება C და B ქრონიკული ჰეპატიტების, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ღვიძლის დაავადების და ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების შედეგად.