თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ირანში რამდენიმე მსუბუქი ავტომობილისა და სატვირთოს შეჯახება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ექვსი და დაშავდა ათობით ადამიანი.
როგორც РИА Новости სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევა იასუჯსა და შირაზს შორის გზატკეცილზე მოხდა. მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მართვა დაკარგა, შევარდა გზის პირზე მდგომ ფურგონებსა და პარკირებულ ავტომობილებში, სადაც ქვეითად მოსიარულეებიც იმყოფებოდნენ.
„დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, ხოლო დაჭრილების – 25-მდე“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მანამდე ირანული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ დაღუპული იყო ოთხი და დაშავებული – 24 ადამიანი.