საქართველოში კიდევ ერთი ავიაკომპანია - Cyprus Airways შემოდის

კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია ლარნაკა–თბილისი–ლარნაკას მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways იწყებს, ნათქვამია საქართველოს ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.
კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways ლარნაკა–თბილისი–ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 ივლისიდან შესრულდება.
ქუთაისის აეროპორტს ახალი მიმართულებები დაემატა>>
ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა.