თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. „სამხედრო ქრონიკამ“ სპეცოპერაციის ზონის „სუროვიკინის ხაზზე“ მუშაობის თავისებურებებზე მოგვითხრო — თავდაცვითი სისტემისა, რომლის პირველი კონტური ათობით გამაგრებული საცეცხლე ხაზებისგან შედგება, ვრცელი დანაღმული ველებითა და საინჟინრო დაბრკოლებებით, იუწყება RT.
აღინიშნება, რომ ეს ხაზი პრაქტიკულად რვა თვის განმავლობაში იგებოდა და თავდაცვის სიღრმეში ათობით კილომეტრზე შედის.
„ის ეყრდნობა განვითარებულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ქსელს ჰაბებითა და ზურგის ბაზებით. ამასთან მოკლე ლოგისტიკური მარშრუტები შესაძლებლობას აძლებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ოპერატიულად გადაისროლოს რეზერვები ერთი უბნიდან მეორეზე ფრონტზე ბრძოლისუნარიანობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, სადაც იუნდა გახდეს საჭირო საცეცხლე შესაძლებლობების გაძლიერება, ამის ორგანიზება ფრონტის სხვა უბნიდან ჯარების მოხსნის გარეშე შეიძლება“, — წერს „სამხედრო ქრონიკა“.
როგორც მასალაშია ნათქვამი, თავდაცვითი ხაზების ქსელს „მხარს უჭერს“ სარაკეტო არტილერიისა და საჰაერო სადესანტო ძალების ძლიერი დაჯგუფება, ასევე არმიის ავიაციის ვერტმფრენები Ka-52 და თავდასხმის თვითმფრინავები ბომბებით FAB-250/500, რომლებიც დაგეგმვისა და კორექტირების მოდულებითაა აღჭურვილი.
„ერთ-ერთ საცეცხლე ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევის შემთხვევაში, ავიაციას შეუძლია მხარი დაუჭიროს სახმელეთო ჯარებს და იმოქმედოს როგორც „კარუსელი“: სანამ სახმელეთო სამიზნეებზე ვერტმფრენები მუშაობენ, იარაღის გამოყენების წერილზე მოიერიშე თვითმფრინავები და ბომბდამშენები გადიან. ხოლო მიზანში დარტყმების შემდეგ შვეულმფრენები კვლავ ერთვებიან ბრძოლაში, შემდეგ კი სიტუაცია მეორდება“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
„სამხედრო ქრონიკის“ ანალიზში აღნიშნულია, რომ, თუ შეტევის დინამიკის მიხედვით ვიმსჯელებთ, უკრაინის არმიის სარდლობა „ეყრდნობოდა სწრაფ გარღვევას და ბრძოლის მანევრირებადზე გადატანას", თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევებს ტაქტიკის ერთობლიობა, ეგრეთ წოდებული ელასტიური თავდაცვისა და საარტილერიო დაჯგუფების კომბინაცია ეწინააღმდეგებოდა, რომელიც დაკვირვებისა და კორექტირების საშუალებებით გაძლიერდა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 4 ივნისიდან 263 შეტევა მოიგერიეს. მისი თქმით, უკრაინის არმია ცდილობს, სამხრეთ დონეცკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის მიმართულებებს შეუტიოს დასავლური შეიარაღებითა და ელიტური შენარეთებით, რომის პირადი შემადგენლობაც ნატოს სპეციალისტებმა გაწვრთნეს.