წვიმა, სეტყვა და ქარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოში მომდევნო დღეებში ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-23 ივნისს ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარი.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.