მაღაროელებმა თბილისში ხელფასების ზრდის მოთხოვნით მსვლელობა გამართეს - ვიდეო

ჭიათურელი მაღაროელები განაგრძობენ საპროტესტო აქციას. მათ პარლამენტის შენობასთან კარვები დადგეს, სამშაბათს კი მსვლელობა გამართეს კომპანია Georgian Manganese Holding-ის შენობისკენ
Sputnik
კომპანიის ხელმძღვანელობამ მაღაროელთა გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „ჩვენ მათ ხელფასის 5%-ით ზრდა შევთავაზეთ, მათი მოთხოვნა არის 20%. კომპანია უკვე წლებია ზარალზე მუშაობს. მზად ვართ მოვიწვიოთ დამოუკიდებელი აუდიტორი, რათა შეისწავლოს კომპანიის მდგომარეობა და რესურსები, შეუძლია თუ არა მას დამატებითი 15%-იანი სახელფასო დანამატის გაცემა“, - განაცხადა კომპანიის გენდირექტორმა ლაშა თუთბერიძემ.
მან აღნიშნა, რომ კომპანია თანამშრომლებს ყოველ წელს უზრდის ხელფასს იმდენით, რამდენსაც შეადგენს წლიური ინფლაცია, მაგრამ ახლა ამის რესურსები არ არსებობს. კომპანიის ზარალი $12 მლნ-ს შეადგენს, ხოლო ხელფასების ზრდა დაჯდება $10 მლნ წელიწადში.