წყალზე მცურავი ქალაქი დოგენი - მომავლის პროექტის ფოტოები

იაპონიაში უჩვენეს მცურავი ქალაქის ამბიციური პროექტი, რომელსაც 10 ათასი მუდმივი მკვიდრი ეყოლება.
Sputnik
ზღვის დონის აწევის საპასუხოდ, რაც კლიმატის ცვლილების შედეგია, იაპონია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს და იწყებს რევოლუციური მცურავი ქალაქის მშენებლობას, რომელსაც ერქმევა დოგენი.
1 / 12

კომპანია N-ARK-მა დაიწყო დამოუკიდებელი, კლიმატისადმი მდგრადი საზღვაო ქალაქის მშენებლობის დაგეგმვა

2 / 12

დოგენი იქნება 4 კმ დიამეტრის მქონე წრე, რომელშიც იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა

3 / 12

მრგვალი ფორმა შემთხვევით არ აურჩევიათ – არქიტექტორები აცხადებენ, რომ ის ამინდის რთულ პირობებს გაუძლებს, მათ შორის ცუნამისაც

4 / 12

ქალაქი დაიყოფა სამ ზონად: საცხოვრებელი წრე, მონაცემთა დამუშავების ცენტრი და ავტონომიური მცურავი არქიტექტურა

5 / 12

საცხოვრებელ ზონაში იქნება სახლები და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა

6 / 12

მისი ნავისებური ფორმა სტიქიური უბედურებებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს

7 / 12

მონაცემთა დამუშავების ცენტრი უზრუნველყოფს ქალაქის ეკონომიკურ ოპერაციებსა და სამედიცინო მონაცემთა ანალიზს

8 / 12

ავტონომიური მცურავი არქიტექტურა ქალაქის ფუნქციების კონფიგურაციების მრავალფეროვნებას ქმნის და თავისუფლად გადაადგილდება შიდა ყურეში

9 / 12

დოგენის ერთ-ერთი მთავარი ხიბლია ჯანდაცვის რევოლუციური სისტემა City OS Dogen.

10 / 12

სისტემა ქალაქის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს ყოველდღიურად გაიარონ ტელესამედიცინო კონსულტაციები და შეიმოწმონ ჯანმრთელობის მდგომარეობა

11 / 12

რადგან კლიმატის ცვლილება პლანეტას კვლავ ემუქრება, ოკეანე ახალ საცხოვრებელ სივრცედ იქცა

12 / 12

თვითმყოფადი მცურავი ქალაქის ხედვა იაპონიის ნოვატორულ სულისკვეთებასა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისკენ სწრაფვას უჩვენებს