რამდენი გაზი მიიღო საქართველომ აზერბაიჯანიდან მიმდინარე წელს

აზერბაიჯანში იანვარ-მაისში სულ მოპოვებულია 20,2 მლრდ კუბური მეტრი გაზი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანმა 2023 წლის იანვარი–მაისში საქართველოს 1,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, დაწერა „ტვიტერში" ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა.
მიმდინარე წლის იანვარი–მაისში აზერბაიჯანმა ბუნებრივი გაზის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 9,6%-ით გაზარდა და მსოფლიო ბაზრებზე 10,3 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაიტანა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მოპოვებული მთელი მოცულობიდან ევროპაში ექსპორტზე გავიდა 4,8 მლრდ კუბური მეტრი, ანუ მთელი მოცულობის 46%. თურქეთში ექსპორტირებული იყო 4,3 მლრდ კუბური მეტრი (42%), საქართველოში – 1,2 მლრდ კუბური მეტრი (12%) გაზი.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანში იანვარი–აპრილში სულ მოპოვებულია 20,2 მლრდ კუბური მეტრი გაზი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.
ასევე, ბუნებრივი აირის გარდა, აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული იყო 10,6 მლნ მლნ ტონა ნავთობი სულ ქვეყანაში მოპოვებული 12,7 ტონა ნავთობიდან.