დედაენის ბაღის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი უეფას 21 წლამდე გუნდების ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებია.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. დედაენის ბაღის მიმდებარედ, სკუდიერის ქუჩაზე 20 ივნისს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი უეფას 21 წლამდე გუნდების ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებია.
კერძოდ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება 17:00-დან 22:00 საათამდე ორმხრივად აიკრძალება.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოძრავი ავტომობილები მშრალი ხიდის მიმართულებით 9 მარტის ბაღიდან მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან, შემდეგ კი მოძრაობას იტალიისა და ათონელის ქუჩების საშუალებით გააგრძელებენ.
მერიის ცნობით, შეზღუდვის დროს აღნიშნული მარშრუტით იმოძრავებს როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და შოთა რუსთაველის გამზირისკენ, ისე საარბრიუკენის მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი.