თბილისში პირველი ვეგანური ეკო-ფესტივალი იმართება

ფესტივალის სტუმრებს ელოდება საინტერსო შეხვედრები და დეგუსტაციები, პირდებიან ორგანიზატორები
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისში, მზიურის პარკში 17-18 ივნისს იმართება საქართველოში პირველი ეკო-ვეგანური ფესტივალი „ბუნება“, რომლის მიზანია შექმნას უფრო თანამგრძნობი და მდგრადი სამყარო ცხოველებისთვის, პლანეტისთვის და ადამიანებისთვის.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საგანმანათლებლო ლექციები, პრაქტიკული სემინარები, ასევე იქნება მუსიკა, გემრიელი დეგუსტაციები და საინტერესო სემინარები.
მზიური
ორგანიზატორთა თქმით, სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა შეიტყონ ექსპერტებისგან მდგრადი განვითარების, ცხოველთა უფლებების, ეთიკური ცხოვრების, ჯანსაღი კვებისა და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბიზნესების მნიშვნელობის შესახებ.
სტუმრები გაეცნობიან არაკომერციული ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც ეკოლოგიას, ცხოველთა დაცვასა და უმწეოთა დახმარებას ემსახურებიან. ღონისძიების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები გაუზიარებენ დაინტერესებულ პირებს გამოცდილებას და ინფორმაციას თავიანთი პროექტების შესახებ.
„ფესტივალის ვიზიტორებს შეუძლიათ პირადად დაუკავშირდნენ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს და, შესაძლოა, იპოვონ მიზეზი, რომლითაც საერთო ინტერესს იპოვნიან და შეუერთდნენ მათ, როგორც მოხალისეები“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
გარდა ამისა, ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ვეგანური პროდუქტების ფართო არჩევანი და ეკოლოგიურად სუფთა საქონელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებისგან. სტუმრებს დახვდება ბურგერები, პასტა, ღვეზელები, ნამცხვრები და სხვ.
ვეგანური ეკო-ფესტივალი „ბუნება“ თბილისი მერიის მხარდაჭერით იმართება.