მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საფრანგეთში მიწისძვრა მოხდა

მსგავსი მაგნიტუდის ბოლო მიწისძვრა ამ რეგიონში 1972 წელს მოხდა.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა დასავლეთ საფრანგეთში, სურჟერის კომუნის (Surgères) მახლობლად, იუწყება ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC).
ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრა დაფიქსირდა 06:27 საათზე თბილისის დროით, 12 კილომეტრით ჩრდილოეთით სურჟერიდან, სადაც 5,8 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კერა 9 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა >>
აღნიშნულია, რომ იმავე ადგილას 06:53 საათზე მოხდა 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის კერა 2 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამავე რეგიონში 16 ივნისს 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
France-Presse-ის ცნობით, საფრანგეთის კონტინენტურ ნაწილში 5-ზე მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 2019 წელს დაფიქსირდა, ხოლო ამ რეგიონში ბოლო მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა 1972 წელს მოხდა.
წყარო - EMSC