მტკვარში სამი სახეობის თევზის 30 ათასი ლიფსიტა გაუშვეს

ლიფსიტების გაშვება ყოველ 2 წელშია დაგეგმილი.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სპეციალისტებმა მდინარე მტკვარში ველური კობრის, წვერასა და ხრამულის 30 ათასამდე ლიფსიტა გაუშვეს.
ლიფსიტების გაშვება მცხეთაში, ზაჰესის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ წყალსადგამში მოხდა.
კომპანიამ Ep Georgia Generation-მა ამ აქციით მდინარე მტკვარში ენდემური სახეობის თევზების შენარჩუნებისა და გამრავლების ათწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო.
აქციის მიზანი თევზის ბუნებრივი რაოდენობის შენარჩუნება და დაცვაა. ლიფსიტების გაშვება ყოველ 2 წელშია დაგეგმილი.