თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. დაკარგული 11 წლის გოგონა მარიამ ბარაბაძე, რომელსაც 16 ივნისის საღამოდან ეძებდნენ თბილისში, დიდი დიღმის რაიონში, ცოცხალი იპოვეს, - ამის შესახებ ბავშვის ბიძამ აკო ახალაიამ განაცხადა.
„ვიპოვეთ! მე არ ვიცი. მართლა არ ვიცი, როგორ გადავიხდით ამხელა გვერდში დგომას! მადლობა ადამიანებო!“ - წერს აკო ახალაია სოციალურ ქსელში.
თერთმეტი წლის გოგონა რამდენიმე საათის განმავლობაში დაკარგული იყო. სამძებრო სამუშაოებში პოლიციასთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ ბავშვის ახლობლები და მოხალისეები - დიდი დიღმის რაიონის მცხოვრებლები.
მარიამი ჯანმრთელი იპოვეს. მიზეზები, რის გამოც გოგონა გაუჩინარდა, არ ვრცელდება.