თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. შაბათს, 17 ივნისს, ლარნაკაში, AEC Arena-ზე კვიპროსის საფეხბურთო ნაკრები საქართველოს გუნდს უმასპინძლებს.
როგორც ცნობილია, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არც ერთ გუნდს ჯერ არ მოგება არ აქვს.
მარტში კვიპროსი შოტლანდიასთან 0:3 დამარცხდა, საქართველოს ნაკრები კი მწვრთნელ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ბათუმში ნორვეგიას დაუზავდა (1:1).
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.