თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. ავსტრალიელი კინომსახიობი კრის ჰემსვორთი ქართულად ალაპარაკდა ფილმში Extraction 2, რომელიც Netflix-ის სტრიმინგ-სერვისის მიერ შეიქმნა.
სიუჟეტის მიხედვით, ბანგლადეშში მიღებული დაზიანებებისგან სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი დაქირავებული მებრძოლი ტაილერ რეიკი ბრუნდება და ახალ მისიას იწყებს. მისი ამოცანაა იხსნას ოჯახი ქართველი განგსტერისგან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულ ციხეში იხდის სასჯელს.
ჰემსვორთთან ერთად ფილმში მონაწილეობდნენ ქართველი მსახიობები: თორნიკე გოგრიჭიანი, თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ლევან საგინაშვილი, რომელსაც ასევე „ქართველ ჰალკს" ეძახიან, ასევე თორნიკე ბზიავა, დათო ბახტაძე და სხვები.
ბოევიკის პრემიერა 16 ივნისს Netflix-ის ონლაინ-კინოთეატრში შედგა. სიკველის დადგა Extraction 21-ის რეჟისორმა სემ ჰარგრეივმა.
ფილმ Extraction 2-ის თიზერი ქართველი მსახიობების მონაწილეობით
© dourtesy of Extraction 2 Netflix
სცენარის ავტორია ჯო რუსო, პროდიუსერები არიან ძმები ენტონი და ჯო რუსო, ასევე თავად კრის ჰემსვორთი. არის საუბარი მესამე ნაწილის გადაღებაზეც, თუმცა მისი ბედი სიკველის წარმატებაზეა დამოკიდებული.