ყვარელში ილიას ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

მამაკაცი ტბაში მეგობართან ერთად შევიდა, თუმცა წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ყვარელში, ილიას ტბაზე 32 წლის მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ორი მეგობარი ტბაში საცურაოდ შევიდა, თუმცა ერთმა მათგანმა წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.
ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს, თუმცა ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.