თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე ახალ მსოფლიო წესრიგსა და რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობაზე ისაუბრა.
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი რუსეთში ყველაზე დიდი ეკონომიკური ფორუმია. წელს ის 14-დან 17 ივნისამდე ტარდება. ბიზნესპროგრამის მთავარი თემაა „სუვერენული განვითარება — სამართლიანი სამყაროს საფუძველი. გავაერთიანოთ ძალისხმევა მომავალი თაობებისთვის".
არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასული წლის მეორე კვარტალი ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო, მაგრამ მაშინ არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა.
„ჩვენ შევინარჩუნეთ პასუხისმგებლიანი და დაბალანსებული მონეტარული პოლიტიკა. ინფლაცია რუსეთში უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ დასავლურ ქვეყანაში და ახლოსაა ისტორიულ მინიმუმთან — ის 2.9%-ს შეადგენს. უმუშევრობა 3.3%-ზეა. ის არასოდეს ყოფილა ასეთი დაბალი", — განაცხადა პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოზიტიური მაკროეკონომიკური ტენდენციები სულ უფრო და უფრო იზრდება — მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის მშპ წლიური გამოსახულებით 3,3%-ით გაიზარდა, წლის ბოლოს კი ერთ პროცენტზე მეტი დაემატება.
„მაგრამ, ჩემი აზრით, და ვეთანხმები ჩვენს ექსპერტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ზრდა მაინც უფრო მეტი — 1.5%-მდე იქნება და შესაძლოა 2%-მდეც კი. ეს საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას, შეინარჩუნოს ადგილი მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
რუსეთი „არ უხურავს კარს“ უცხოურ ბიზნესს
როგორც პუტინმა თქვა, გასული წლის განმავლობაში რუსმა მწარმოებლებმა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე 90 000-ზე მეტი განაცხადი შეიტანეს.
„ჩვენ ავირჩიეთ თავისუფალი მეწარმეობის გაფართოების გზა და აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით. მთავარი შედეგი იყო ტრანსნაციონალური კორპორაციების ჩანაცვლება, რომლებმაც დატოვეს ჩვენი ბაზარი. ჩვენ არასდროს არავინ გაგვიგდია, თითოეულ პარტნიორს ჰქონდა არჩევანის უფლება. მაგრამ ბევრი უცხოური ბრენდის ნიშნით იყიდება პროდუქცია, რომელიც ჩვენი სიმძლავრეებით იწარმოება. არსებითად, ეს იყო რუსული პროდუქცია, მხოლოდ უცხოური ბრენდით“, — განმარტა პუტინმა.
მისი თქმით, უცხოური კომპანიები, რომლებიც დარჩნენ რუსეთში, განიხილება როგორც სამამულო კომპანიები. ხოლო თუ უცხოელი მწარმოებლები დაბრუნებას მოისურვებენ, რუსეთი „არავის უხურავს კარს“.
„შეიქმნება მათთვის აუცილებელი ყველა პირობა, მაგრამ ამ პარტნიორების ქცევის სპეციფიკას გავითვალისწინებთ“, — განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, ბიზნესწრეების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ითხოვენ, რომ რუსეთიდან წასული უცხოური კომპანიები ქვეყანაში უკან არ შეუშვან.
ეროვნული ვალუტების გამოყენება საგარეო ვაჭრობაში
რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო ვაჭრობაში ეროვნული ვალუტების გამოყენებასაც გაუსვა ხაზი.
„დღეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან ანგარიშსწორებების დაახლოებით 90% რუბლში წარმოებს. ჩინეთთან ანგარიშსწორების 80%-ზე მეტი რუბლსა და იუანში მიმდინარეობს", — თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მახინჯმა ნეოკოლონიალურმა საერთაშორისო სისტემამ არსებობა შეწყვიტა და ცვლილებებს მსოფლიოში შეუქცევადი, ღრმა ხასიათისაა.
„ამ პირობებში მხოლოდ წინსვლაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება პროაქტიული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შეიძლება აშენდეს და განხორციელდეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან, ჩვენს მეწარმეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. არსებითად, ჩვენ ვსაუბრობთ განვითარების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლაზე, სუვერენულ ეკონომიკაზე, რომელიც არა მხოლოდ რეაგირებს ბაზრის კონიუნქტურაზე და ითვალისწინებს მოთხოვნას, არამედ თავად აყალიბებს მას“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
მრავალპოლარული სამყარო და კოლონიალიზმის კრახი
როგორც პუტინმა აღნიშნა, „თავისი არსით მახინჯმა ნეოკოლონიალურმა მსოფლიო სისტემამ არსებობა შეწყვიტა, ხოლო მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი მტკიცდება. და ეს გარდაუვალი პროცესია".
მისი თქმით, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, რომ სხვებს მათი თვითმფრინავების, საბანკო სერვისებისა და სხვა ბევრის ალტერნატივა ჰქონდეთ, ვინაიდან კონკურენტები არ სჭირდებათ და ოპონენტების „გაუქმებას“ ცდილობენ, მაგრამ ეს არ გამოუვათ.
ამავდროულად პუტინმა დაავალა მინისტრთა კაბინეტს, ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობით დააჩქაროს რუსული აქტივების დაბრუნება რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში — მიმდინარე წლის დეკემბრამდე.
კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნაა, გამარტივდეს ბიზნესის რუსეთში გადასვლის პროცედურა და სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონებში რეგისტრაციის პროცედურა იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი „გადაადგილება" უცხოური მხარის მიერ იბლოკება, ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული. მათ კანონმდებლობაში.