„ნაპოლის" მწვრთნელად რუდი გარსია დაინიშნა

ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ „ნაპოლი" თავისი ნებით დატოვა.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. იტალიურ კლუბ „ნაპოლის", რომელშიც ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, ახალი მწვრთნელი რუდი გარსია უხელმძღვანელებს, ნათქვამია გუნდის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გარსიამ მწვრთნელის თანამდებობაზე ლუჩანო სპალეტი შეცვალა, რომელმაც გუნდს ამ სეზონში იტალიის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სპალეტიმ მენეჯმენტს ერთწლიანი დასვენება სთხოვა.
59 წლის გარსიასთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.
რუდი გარსია ადრე „სენტ-ეტიენის", „დიჟონის", „ლე-მანის", „ლილის", „რომას", „მარსელის", „ლიონის" და „ალ ნასრის" (რომლის ღირსებასაც რონალდუ იცავს) მწვრთნელი იყო.
მისი ხელმძღვანელობით „ლილმა" 2011 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, „მარსელი" კი 2018 წელს ევროპა ლიგის ფინალში გავიდა.