როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უქმეებზე

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს უქმეებზე წვიმიანი ამინდი ელოდებათ.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო უქმეებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ღრუბლიან და წვიმიან ამინდს პროგნოზირებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 16 ივნისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში პლუს 26-31 გრადუსი იქნება.
17 ივნისს გამოიდარებს, თუმცა 18 ივნისიდან ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 29-31 გრადუსი იქნება.