თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლების დროს მეხი დაეცა, ის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროს მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ექიმებმა ჰემოდინამიკური პარამეტრების დასტაბილურება შეძლეს.
მომხდარ ფაქტზე სამხედრო პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.