უამინდობამ დასავლეთ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

მოძრაობის აკრძალვის მიზეზი ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული ღვარცოფული პროცესებია.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეიქმნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 91-92 კმ მონაკვეთზე, სოფელ ბაბილთან ღვარცოფული პროცესების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.