სვეტიცხოვლის ტაძარი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა
მცხეთიდან შესანიშნავად მოჩანს ჯვრის მონასტერი
სვეტიცხოვლის მახლობლად უამრავი კაფე, რესტორანი და მაღაზიაა
ქალაქის ცენტრში სახლებს რეონსტრუქცია ჩაუტარდა
ახლა მცხეთის ცენტრი ლამაზი და მყუდროა
ქალაქს ვიწრო ქუჩები აქვს, რომლებზეც ღვინისა და სუვენირების მაღაზიებია
განახლების შემდეგ ქალაქი მართლაც გალამაზდა
აივანზე გაფენილი სარეცხი ტურისტებისთვის ერთ-ერთი კოლორიტული შტრიხია
ზაფხულობით კაფეები ქუჩებში მაგიდებსა და სკამებს დგამენ და სტუმრებს ღია ცის ქვეშ მასპინძლობენ
სვეტიცხოველთან მოედანზე ბავშვები ხშირად თამაშობენ. აქ საკმარისი ადგილია და მათ ხელსაც არავინ უშლის
მიუხედავად ხალხმრავლობისა, ქალაქი მშვიდი და ჩუმია. ძველი ქალაქის ცენტრში საფეხმავლო ქუჩებია, სადაც ავტომობილით გავლის უფლება მხოლოდ ადგილობრივებს აქვთ
ასეთივე ვიწრო ქუჩა მიდის მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილისკენ
მდინარეებში შესაძლებელია ნავით გასეირნება
თუმცა ნავით სეირნობის სეზონი ჯერ კიდევ არ დამდგარა
მცხეთაში მართლაც საოცარი გარემოა და ქალაქის სტუმრები ამ ატმოსფეროთი ყოველთვის აღფრთოვანებული რჩებიან