თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მდინარე გუბისწყალში მოზარდი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
უბედური შემთხვევა სამტრედიაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარე გუბისწყალზე სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი რამდენიმესაათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ იპოვეს.
მოზარდი სამტრედიის №4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.