ზახაროვა: სისხლიანი ჯამბაზები მსოფლიოს ატერორებენ

Sputnik
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სისხლიანი ჯამბაზების ჯგუფი ნატოს ეგიდით ატერორებს მთელ მსოფლიოს, ანადგურებს რა დემოკრატიულ ღირებულებებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სიტყვების კომენტირებისას.
ნატოს ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება ვიზიტით, სადაც მან განაცხადა, რომ რუსეთი თავს დაესხა არა მარტო უკრაინას, არამედ მსოფლიოს ძირითად ღირებულებებს.

„ღირებულებებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც კიევში ორჯერ განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება ვაშინგტონისა და ბრიუსელის სახსრებით. აი, მაშინ დემოკრატიული ღირებულებებისგან აღარაფერი დარჩა. ახლა კი სისხლიანი ჯამბაზების ჯგუფი ნატოს ეგიდით ატერორებს მთელ მსოფლიოს“, — დაწერა ზახაროვამ Telegram-არხზე.

მანამდე იენს სტოლტენბერგი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. როგორც ნატოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, მსოფლიო უფრო საშიში გახდება და ეს შეაგულიანებს სხვა ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს.