ვაკის პარკი 1946 წელს გაიხსნა
ასე გამოიყურება პარკის შესასვლელი
საბჭოთა დროში პარკში განთავსდა დიდების მემორიალი მარადიული ცეცხლით, უცნობი ჯარისკაცის ძეგლი და 28 მეტრის სიმაღლის გამარჯვების ქანდაკება
პარკი ხრიოკზე გაშენდა, ამიტომ მისი კეთილმოწყობისთვის დიდი სამუშაოები ჩატარდა, მათ შორის გამოიყენებოდა აფეთქების მეთოდებიც
პარკში შეიტანეს ახალი ნიადაგი და დაირგო ასობით ათასი ბუჩქი და ხე
ვაკის პარკი თბილისისათვის ამხელა მასშტაბების პირველი პროექტი იყო
პარკის ცენტრალური ნაწილი რეგულარული დაგეგმარების იყო, ხოლო განაპირა უბნები დენდროპარკს წარმოადგენდა
ხეებისა და ბუჩქების დარგვისას პარკში გადარგეს უკვე გაზრდილი ხეები, რომლებიც შესანიშნავად მოერგნენ ახალ გარემოს
ჭავჭავაძის გამზირიდან პარკში ჩადის მონუმენტური კიბე, რომელიც შადრევნების კასკადით გრძელდება
ასე გამოიყურება დღეს ვაკის პარკი
თუმცა შადრევნები ჯერ კიდევ გამორთულია
პარკის ძირითადი სახე არ შეცვლილა, თუმცა მერიის სპეციალისტებმა ტერიტორიის კეთილმოწყობა უზრუნველყვეს
პარკში დამონტაჟდა ახალი განათებები
დაიდგა ახალი სკამები
გაიხსნა სპორტული მოედნები და საბავშვო ქალაქი ფასიანი ატრაქციონებით
ხოლო ეს მოედანი უფასოა. აქ, როგორც წესი, უამრავი ბავშვი თამაშობს
პარკში განთავსებულია კაფეებიც
და მოქმედებს კეთილმოწყობილი საპირფარეშოები
ერთ-ერთ შესასვლელთან განთავსებულია სუპერმარკეტიც
პარკში სამუშაო დღეებში არც ისე ბევრი ხალხია, თუმცა საღამოობით და დასვენების დღეებში აქ უამრავი ადამიანი სეირნობს
რეკონსტრუქციის შემდეგ პარკი ძალიან გალამაზდა და მყუდრო გახდა