თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ქავთარაძის, რჩეულიშვილის, ღოღობერიძის, თორაძის, ბოცვაძის და კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, ქუთათელაძის, შროშის, ერისთავის, ქობულეთის, კეკელიძის და შატბერაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის და ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბალანჩივაძეების, გამსახურდიას, დოლიძის, პანკისის, ბოლქვაძის, ქაფიანიძის, ბზვანელის, საბურთალოს, ცინცაძის, ბახტრიონის, მიროტაძის, ოჟიოს და აფაქიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შევარდენიძის, ჯანო ბაგრატიონის, მიცკევიჩის, ცინცაძის, საბურთალოს, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, ზუბალაშვილების, მთაწმინდის, ბესიკის, ჭონქაძის, ყიფიანის, მესხის, ლაღიძის, ლიხის, გოგებაშვილის, გუნიას, კაკაბაძეების, არსენას, ბარნოვის, გურიის, ბოცვაძის, ზალდასტანიშვილის, გაბაშვილის, ზანდუკელის, ტარიელის, ცხემის, ბორბალოს, ვეძინის, ქიქოძის, ჩაბალის, ზედგენიძის, თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, მაყაშვილის, რიწის, ჭოველიძის, კერესელიძის, კოსტავას, ერისთავი-ხოშტარიას და გიგაურის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, შენგელიას, იმედაშვილის და გუნიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.