თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა: განრიგი

დაემატა დღის და ღამის რეისები
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა, იუწყება კომპანიის პრესსამსახური.
GR-ის ინფორმაციით, თბილისიდან ყოველდღიური რეისები 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით - 17:15 საათზე შესრულდება.
კომპანია ამატებს ღამის რეისებსაც: 16 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მატარებელი თბილისიდან ბათუმში 00:35 საათზე გავა, ბათუმიდან კი თბილისის მიმართულებით - 00:45 საათზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდის მეშვეობით, სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, ასევე რკინიგზის სადგურის ბილეთების სალაროებში.