თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით.
აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში პლუს 26-31 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, სინოპტიკოსები ღრუბლიან და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 25-29 გრადუსია ნავარაუდევი.
უწყების ცნობით, დღეგამოშვებით იწვიმებს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში პლუს 29-31 გრადუსი დაფიქსირდება.