ვეტერანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს

ქართული გუნდის ყულაბაში სულ ექვსი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოს მედალია.
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა 18 მედალი მოიპოვა სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვეტერან ძიუდოისტთა შორის, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ქართული გუნდის ანგარიშზეა ექვსი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოს მედალი.
შეჯიბრების მესამე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ცხრა მედლი მოიპოვეს – სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს.
სამი დღის შედეგით გუნდს ოქრო მოუტანეს პაატა მერებაშვილმა (–66 კგ, М1), ლევან ჩუბინიძემ (–73, М2), სანდრო იაკობაშვილმა (–81, М2), გიორგი მოდებაძემ (–100, М3), ალექსი დავითაშვილმა (+100, М4) და გიგლა წიფიანმა (–73, М8).
ევროპის ჩემპიონატი ვეტერანთა შორის 11 ივნისს დასრულდა. შეხვედრები სპორტულ დარბაზ Podčetrtek-ში ჩატარდა.