თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სადგურ „300 არაგველიდან“ „ვარკეთილამდე“ აღდგენილია, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
შეფერხება ერთ-ერთ მატარებელში ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა.
„მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ის ჩიხში შეიყვანეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 40 წუთის შემდეგ მოძრაობა აღდგა", – განაცხადეს კომპანიაში.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.