სპილოებისა და ირმების გადარჩენა პლასტიკის ნარჩენებისგან შრი-ლანკაში - ფოტო

სპილოებისა და ირმების გადასარჩენად შრი-ლანკაში ერთჯერადი პლასტიკის გამოყენება აიკრძალა.
Sputnik
პლასტიკის ჭურჭლის, შეიკერებისა და ხელოვნური ყვავილების წარმოება და გაყიდვა ივნისის დასაწყისიდან აიკრძალა.
ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო 18 თვის წინ შექმნილი კომისიის რეკომენდაციით, რომელიც გარემოსა და ველურ ბუნებაზე პლასტიკის ნარჩენების გავლენის შესასწავლად ჩამოყალიბდა.
1 / 8

შრი-ლანკის მთავრობამ გადაწყვიტა შეწყვიტოს პლასტიკის საგნების დამზადება და იმპორტი

2 / 8

ამ კანონის მიზანია ირმებისა და სპილოების პოპულაციის შენარჩუნება

3 / 8

პლასტიკის ნარჩენების გამო ცხოველები გადაშენების საფრთხის ქვეშ დგებიან

4 / 8

სპილოები საკვების ძიებაში ხშირად ხვდებიან ნაგავსაყრელებზე

5 / 8

მკვდარი ცხოველების გაკვეთამ აჩვენა, რომ ისინი ხშირად საკვებ ნარჩენებში შერეული პლასტიკის ნარჩენების ჭამის შედეგად იხოცებიან

6 / 8

სპილო შრი-ლანკაში წმინდა ცხოველად მიიჩნევა და მათ კანონი იცავთ, მაგრამ წელიწადში დაახლოებით 400 ცხოველი იღუპება

7 / 8

დაახლოებით ხუთი წლის წინ პლასტიკით მოწამვლით დაიხოცა აგრეთვე ათობით ირემი

8 / 8

ამან მთავრობა აიძულა აეკრძალა ნარჩენების გადაყრა ნაკრძალებში