ბრძოლა ტყის ხანძართან – საქართველოში მაშველებისთვის საერთაშორისო წვრთნები იწყება

საერთაშორისო სწავლების მიზანია ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს შესაბამისი უწყებების კოორდინაცია და კომუნიკაცია.
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. მეხანძრე-მაშველები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვიდან მიიღებენ მონაწილეობას ტყის ხანძრების ჩაქრობისადმი მიძღვნილ მასშტაბურ საველე სწავლებაში, რომელიც 12–16 ივნისს საქართველოში ჩატარდება, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სწავლება წარიმართება ტყის ხანძრების თემაზე წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით და მისი მიზანია ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს შესაბამისი უწყებების კოორდინაცია და კომუნიკაცია.
სწავლება ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროგრამის ეგიდით ჩატარდება.
ყოველწლიურად ქართველი მაშველები ქვეყნის მოსახლეობას ტყის ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებენ, რომლის საშიშროებაც იზრდება ზაფხულში – მაღალი ტემპერატურის ფონზე.