მსოფლიო დღეს

გარდაიცვალა სილვიო ბერლუსკონი

Sputnik
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სენატორი სილვიო ბერლუსკონი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა მილანის კლინიკა San Raffaele-ში, იუწყება გაზეთი Corriere della Serra.
საინფორმაციო არხმა RaiNews24-მა სან რაფაელის კლინიკის წყაროებზე დაყრდნობით დაადასტურა ინფორმაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერლუსკონი პარასკევს, შუადღისას შეიყვანეს საავადმყოფოში, საიდანაც ის სამი კვირის წინ გამოეწერა.
იტალიელი პოლიტიკოსის ხელახალმა ჰოსპიტალიზაციამ მისი მხარდამჭერებისა და პოლიტიკური მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ ექიმებმა განაცხადეს, რომ ეს „გეგმური საკონტროლო კვლევების ჩატარების აუცილებლობით იყო გამოწვეული ცნობილ ჰემატოლოგიურ პათოლოგიასთან დაკავშირებით".
ბიულეტენში, რომელიც პარასკევს გაავრცელეს ყოფილი პრემიერის პირადმა ექიმმა ალბერტო ზანგრილომ და ჰემატოლოგმა ფაბიო ციცერიმ, აღნიშნულია, რომ მათი პაციენტის მდგომარეობა არ იყო საგანგაშო.
მანამდე ბერლუსკონი სან რაფაელის საავადმყოფოში 5 აპრილს მოათავსეს. იტალიური მედიის ცნობით, ის საავადმყოფოში სუნთქვის პრობლემების გამო გადაიყვანეს. თუმცა მოგვიანებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ექიმებმა პირველად განაცხადეს, რომ ის ქრონიკული ლეიკემიით იყო დაავადებული. კლინიკაში ბერლუსკონის ქიმიოთერაპია ჩაუტარდა. ჯამში მან საავადმყოფოში 45 დღე გაატარა.