თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. გარდაიცვალა როენა ხუცურაული, მეტსახელად „მამიდა“, რომელსაც პროსტიტუციის ხელშეწყობის მუხლით არაერთხელ ჰქონდა პრობლემა კანონთან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ნათესავების თქმით, ქალს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და, დიდი ალბათობით, გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა.
როენა ხუცურაული რამდენჯერმე იყო მსჯავრდებული პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის. 2019 წელს ის რამდენიმე ადამიანთან ერთად დააკავეს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით. ის შემდეგ 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ გირაოთი გაათავისუფლეს.