ვინ წარადგენს საქართველოს 2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე - კონკურსანტის ვინაობა გამოვლინდა

2023 წლის საბავშვო ევროვიზია 26 ნოემბერს ნიცაში გაიმართება
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. საბავშვო ვოკალური კონკურს „რანინას“ მეექვსე სეზონის გამარჯვებული გახდა 12 წლის ანასტასია ვასაძე და, წესების მიხედვით, ის წარადგენს საქართველოს პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2023“.
„საბავშვო ევროვიზია 2023“ 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ერევანში გამართულ ბოლო კონკურსზე საფრანგეთის წარმომადგენლის ლისანდროს გამარჯვების წყალობით გაიმართება.
„რანინას" ფინალში პოპ-მომღერალ ნატო მეტონიძესთან დუეტში, ანასტასიამ შესრულა სიმღერა „რამ შემქმნა ადამიანად“, რომელმაც გამარჯვება მოუტანა.
ზედიზედ მეექვსე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2022“-ზე, რომელიც სომხეთში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 11 წლის მარიამ ბიგვავამ სიმღერით I Believe. მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.