თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. თბილისში, თეატრალურ სივრცე „ჰარაკიში“ 14 ივნისს გაიხსნება ქართველი ფოტოგრაფის, ანა ფატლაძის ნამუშევრების სერიის გამოფენა - „მსხვერპლშეწირვის მიწა“.
ორგანიზატორების თქმით, სერია გრძელვადიანი კვლევაა, სადაც „რეალობა და ფიქცია ერთი მდინარესავით მიედინება“ და ორი ისტორია - მსხვერპლშეწირვისა და თავგანწირვის - ერთმანეთს ერწყმის.
„სერიის მამოძრავებელი ძალა სწორედ ეს შემორჩენილი მისტიკაა ქალაქი, რომელიც როგორღაც აგრძელებს არსებობას: იხრჩობა და მაინც სუნთქავს. ტექსტი, ხმა, ფოტო და ვიდეო გამოსახულება - გადმოსცემენ ადამიანის ცნობიერების დინებას“, - ნათქვამია ანონსში.
გამოფენის გახსნაზე 20:00 საათზე სტუმრები დაესწრებიან საუბარს მკვლევარ გიორგი ცინცაძესთან.
ექსპოზიცია იქნება წარმოდგენილი მისამართზე: პეტრე მელიქიშვილის, 20 (ღვინის ქარხნის შენობა), 16 ივნისის ჩათვლით, 16:00-დან 20:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.