რუსთავში ეკლესია გაქურდეს: დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე 30 წლამდე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ძველ რუსთავში ერთ-ერთი ტაძრიდან საეკლესიო ნივთები მოიპარა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო - ინფორუსთავი