თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. ქუთაისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ქუთაისთან ახლოს, სოფელ გეგუთთან მოხდა.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
საქართველოში ავტოავარიებს 2022 წელს 430 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 13 ბავშვია.
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი 2022 წელს იყო შემხვედრ ზოლზე გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. 387 ავარიის დროს ამ მიზეზით დაიღუპა 49 და დაშავდა 771 ადამიანი.
მეორე ადგილზეა სიჩქარის გადამეტება. ამ მიზეზით 334 ავარიაში დაიღუპა 57 და დაშავდა 526 ადამიანი.
წყარო - „მთავარი არხი“