საქართველოში BMW-ს ფესტივალი გაიმართება

მაყურებლებს ელის საინტერესო სანახაობა და გათამაშებები თავისი პრიზებით
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. დღეს რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება BMW-ს მე-11 საერთაშორისო ფესტივალი, GDS Gymkhana-ს შეჯიბრება და სხვა უამრავი სახალისო შოუ, იუწყებიან ორგანიზატორები.
13:00 საათზე გაიმართება BMW-ს მარკის ავტომობილების რეკორდული მსვლელობა დიღმიდან, 14:00 საათზე სტარტს აიღებს Gymkhana-ს შეჯიბრება, შემდეგ გაიმართება შეჯიბრებები ავტოკლუბებს შორის, მხიარული თამაშები მაყურებლისთვის პრიზებით, ასევე კონკურსები - წლის BMW 2022 და Miss BMW 2022. 20:00 საათზე კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
დრიფტერების რეგისტრაცია ონლაინ მიმდინარეობს. შეჯიბრების დებულება განთავსებულია ვებგვერდზე. სპორტული ღონისძიება თბილისის მერიის და კერძო კომპანიების მხარდაჭერით იმართება. 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და BMW AG (Mini & RR) ავტომობილების მძღოლებისთვის შესვლა უფასოა.