ახალციხის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ხეხილი და ნათესები დააზიანა

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭაჭარაქი დაისეტყვა, იუწყება ადგილობრივი მედია.
სოფელში სეტყვის შედეგად დაზიანდა ხეხილის ბაღები და ნათესები.
სტიქიის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.