მსოფლიო დღეს

ვატიკანი ოპერაციის შემდეგ რომის პაპის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გუშინ რომის პაპმა ფრანცისკემ ილოცა და მუშაობაც დაიწყო, განაცხადა ვატიკანის სპიკერმა.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. რომის პაპი ფრანცისკე ოპერაციის შემდეგ თავს ნორმალურად გრძნობს, განაცხადა წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მატეო ბრუნიმ.
მისი თქმით, რომის პაპმა ფრანცისკემ ლაპარატომიისა და პროტეზით მუცლის ღრუს კედლის აღდგენის შემდეგ ჯემელის სახელობის რომის საავადმყოფოში კიდევ ერთი, მესამე მშვიდობიანი ღამე გაატარა.
„წმინდა მამას ტემპერატურა არ აქვს, ჰემოდინამიკური პარამეტრები ნორმალურია. წვეთოვნებს აღარ უყენებენ", - ამბობს მატეო ბრუნი.
რომის პაპი ფრანცისკე
აღსანიშნავია, რომ სამსაათიანი ოპერაცია ჩატარდა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, გართულებების გარეშე.
9 ივნისს პაპმა დილის უმეტესი ნაწილი სავარძელში გაატარა, გაეცნო პრესას და შეუდგა მუშაობას, შუადღე დაუთმო ლოცვასა და შრომას, საღამოს კი წმინდა ევქარისტიის ზიარება მიიღო.
ვატიკანის პრეფექტურამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ პაპ ფრანცისკესთან ყველა აუდიენცია 18 ივნისამდე გაუქმდა.